Powered By Blogger

среда, 17 марта 2010 г.

პროექტის სახელი: ეს საოცარი ორქიდეა!...

პროექტის მოკლე აღწერა:

ქუთაისის 17 საჯარო სკოლაში,2008 წლის ოქტომბერში შეიქმნა ყვავილების მოყვარულთა კლუბი „კაქტუსი“.შეიკრიბა ფანების უფროსი და უმცროსი ასაკის ჯგუფები მე–2 მე–11 კლასის მოსწავლეებისაგან.კლუბის მუშაობის მიზანი იყო სკოლის ინტერიერის გალამაზება.2009–2010 სასწავლო წელს ფანების ერთი ჯგუფი შეუდგა ორქიდეების წარმოშობის ისტორიის , გავრცელების არეალების, მორფოლოგიური აგებულების, მოვლის თავისებურებების, ხელოვნური ,ბუნებრივი და მერისტემული გამრავლების, მრავალმხრივი გამოყენების შესწავლას. მოახდინეს ორქიდეას ხელოვნური დ ა მ ტ ვ ე რ ვ ა და ამჟამად აწარმოებენ მასზე დაკვირვებას.

პროექტის ვრცელი აღწერა:

ყვავილების ფან–კლუბს ჯერ–ჯერობით აქვს ორი მოყვავილე ორქიდეა– ფალენოფსისი. პროექტის სამიზნე ჯგუფმა მოიძია ინფორმაციები და შექმნა პრეზენტაცია წინაწარ შედგენილი გეგმის მიხედვით:

1. რ ა ტ ო მ გ ვ ხ ი ბ ლ ა ვ ს ო რ ქ ი დ ე ე ბ ი? (საიდუმლოებებით მოცული ისტორია, გავრცელების არეალები, ორქიდეებზე „მონადირენი“, ორქიდეების „ციებ–ცხელება“.)

2. საქართველოში გავრცელებული ორქიდეები–ჯ ა დ ვ ა რ ი.

3. მორფოლოგიური დახასიათება, მისი ადგილი მცენარეთა სამყაროში. (ფესვი, ღერო, ფოთოლი, ნიადაგი, ქოთნები, ყ ვ ა ვ ი ლ ე ბ ის ზომა, ფერთა გამა, ფორმათა მრავალფეროვნება...)

4. ორქიდეები ფუფუნების საგანი აღარაა...(ორქიდარიუმები, ორქიდეების ფერმები, საერთაშორისო კონფერენციები, გამოფენები...)

5. ორქიდეები ყველგანაა....( მითები და ლეგენდები, ფერწერა, კულინარია, მედიცინა, დეკორატიული ხელოვნება, პარფიუმერია.)

6. გამრავლება (თესლით, მერისტემული გზით, გამონაზარდი „შვილებით“)

7. ორქიდეების „ც ი ე ბ–ც ხ ე ლ ე ბ ა მ“ ჩვენამდე მოაღწია...( ჩვენი ორქიდეები,მათი ხელოვნური დამტვერვა, მოხდა საოცრება....დამტვერვა შედგა!, მოთმინება ახლა უფრო საჭიროა!,....)

მონაწილეთა ასაკი: შეუზღუდავი.

ვადები/ხანგრძლივობა: პროექტს ფასილიტაცია გაეწევა მ უ დ მ ი ვ ა დ.

პროექტის შესაძლო აქტივობები: ინფორმაციის მოძიება, შეგროვება,თ ა რ გ მ ნ ა, ანალიზი. ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევების განვითარება, აქტიური შ რ ო მ ა ყვავილებთან, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება კვლევა – ძიებით, ნამუშევრების განთავსება ბლოგზე, ორქიდეების ხელოვნური დამტვერვა და მასზე დაკვირვების წარმოება, სურათების გადაღება.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მიიღებენ ორქიდეას თესლს, მოაწყობენ ყვავილების გამოფენას, პრეზენტაციებს, შექმნიან ბლოგს, აწარმოებენ ორქიდეაზე დაკვირვების დღიურს.

სარგებელი სხვებისთვის: აქტივობების პროცესში ხდება მოსწავლეთა დაახლოება, კვლევა–ძიების უნარ–ჩვევების განვითარება.

სამუშაო ენა: ქ ა რ თ უ ლ ი



საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას საგნებში:

ბ ო ტ ა ნ ი კ ა– მცენარეების აგებულება და ზრდის ეტაპები, გამრავლება ხელოვნური დამტვერვით, ორქიდეების აღმოცენების თავისებურება.

გ ე ო გ რ ა ფ ი ა :– ორქიდეების გავრცელების არეალების დადგენა.

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა–ორქიდეებზე შექმნილი ნაწარმოებების ძიება

ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ა შ ი–ორქიდეების ფერწერული ტილოების მოძიება, ფოტო გადაღება, კინო–ფილმების ძიება.

ი ს ტ –ის გამოყენება (საძიებო ს ა ი ტ ე ბ ი ს გამოყენება, პრეზენტაციის მომზადება, ბლოგის შექმნა, მასში ფოტოების განთავსება.)

მონაწილეები სხვა სკოლიდან: არ არის.

პრეზენტაციის ფასილიტატორის ელ–ფოსტა: leilabarbaqadze@gmail.com

პროექტის ფორუმი/დისკუსია:

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:

ორქიდეების ვებ–გვერდი: www.orchids.ru

Комментариев нет:

Отправить комментарий